სამხედრო

თავდაცვის მინისტრი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს შეხვდა

შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში
18:36 22.09
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლეს სარდალს, გენერალ ტოდ ვოლტერსს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, თავდაცვის მინისტრმა გენერალ ვოლტერსს ნატოს მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს როლზე საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ასევე საქართველოში ჩატარებულ და დაგეგმილ საერთაშორისო სამხედრო სწავლებების მნიშვნელობაზე.

მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე და შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაში საქართველოს როლზეც ისაუბრეს.

თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ უწყება განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას და ნატოსთან თავსებადი, მდგრადი და მობილური თავდაცვის ძალების ჩამოყალიბებას ნატო-სთან არსებული მექანიზმების ეფექტური გამოყენებითა და სტრატეგიულ პარტნიორებთან ინტენსიური თანამშრომლობით.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრნენ.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ წალენჯიხაში გ...
23 წუთის წინ
„საქართველოში ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს ქვეყნის განვითარებას, ქვეყნის წინსვლას და აღმშენებლობას....
36 წუთის წინ
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კოვიდინფიცირებულ პირთან კონტაქტის გამო თვ...
20:50
„დღეს, ჩვენ, აქ ვზეიმობთ ამ შესანიშნავი სტადიონის გახსნას, რაც ფეხბურთის უამრავი გულშემატკივრის ოცნე...
20:41
ფოთში საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი ოფიციალურად გაიხსნა

ფოთში საზღვაო სასწავლო-საწვრთნელი ცენტრი ოფიც...

27 ოქტომბერს, ფოთში, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ფილიალის ოფიციალური გახსნის ღონისძიება გაი...
პრემიერი წინასაარჩევნო კვლევებზე: არ მჭი...
„მე ეს კვლევები არ მჭირდება, ვგრძნობ, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა არის ბევრ...
18:35
ზახაშვილი: ვაქცინის გარეშე კოლექტიური იმ...
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღ...
პრემიერი: ოპოზიცია ოცნებობს, რომ სახელმწ...
„ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ოცნებობს იმაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოიშალო...