მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავდაცვის მინისტრი მარნეულში თავდაცვის ძალების მიერ მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრი მარნეულში

საქართველოს თავდაცვის მინისტრი მარნეულში თავდაცვის ძალების მიერ მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისგან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულ მოქმედებებზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

თავდაცვის სამინისტროსტროს ინფორმაციით, საკონტროლო გამშვები პუნქტიდან თავდაცვის მინისტრი მარნეულის საავიაციო ბაზაზე მართვის ცენტრში გაემგზავრა, სადაც აღმოსავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა ალექსანდრე კიკნაძემ მინისტრს COVID19-ით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციაზე თავდაცვის ძალების პრევენციული და უწყებათაშორისი მხარდამჭერი გეგმა წარუდგინა.

თავდაცვის ძალებმა საკარანტინო ზონასთან 5 საკონტროლო გამშვები პუნქტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დღეს დილით მოაწყო.

მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში დღეს დილიდან ჩაერთო.