სამხედრო

თავდაცვის მინისტრი ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრში იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრი ნატოს
სტრატეგიული
კომუნიკაციების სრულყოფის
ცენტრში იმყოფებოდა
1617864620
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ლატვიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრში იმყოფებოდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

სამინისტროს ცნობით, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები, სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ცენტრის დირექტორთან, იანის სარტსთან შეხვედრაზე.

მხარეებმა თანამედროვე საინფორმაციო საფრთხეებთან და პროპაგანდასთან ეფექტიანად ბრძოლის მეთოდებზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, რუსეთის მხრიდან დეზინფორმაციის კამპანიებსა და მასთან გამკლავების გზებზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2016 წლიდან ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების სრულყოფის ცენტრთან თანამშრომლობა წარმატებით მიმდინარეობს, რაც ხელს უწყობს საქართველოს სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარებას როგორც ინსტიტუციურ, ასევე ეროვნულ დონეზე.

აღსანიშნავია, რომ სტრატეგიული კომუნიკაციები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივაა.

ცენტრთან თანამშრომლობით თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში სტრატეგიული კომუნიკაციების კურსი დაარსდა, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მომუშავე სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტების მომზადებასა და ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას ისახავს მიზნად.

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე, „ნაციონალური
მოძრაობის“ ლიდერი ნიკა
მელია Pia.ge

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია რომ ციხეში ზ...

„ის, რომ დღეს ნიკა მელია ციხეში ზის, ნამდვილად რუსული თამაშია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ნიკანორ მელიას თანამონაწილეობით გაითამაშა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 141 მლნ-ს აჭარბებს განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

1618689111

ჩეხეთის რესპუბლიკამ გამოაცხადა, რომ ქვეყნიდან გაძევებს 18 რუს დიპლომატს, რომლებიც ჯაშუშებად იქნენ ცნობილი.

1618686529

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკა წურწუმიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებულ პირს გამოძიება 144-ე მუხლს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხმობს.

1618683713

ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოს წინ აქტივისტებმა შიშველი პუტინის ფიგურა დასვეს ოქროს უნიტაზზე.

1618682670
უმრავლესობის წევრი
ირაკლი კობახიძე, 2020 წ.

ირაკლი კობახიძე: იმისათვის, რომ სპეკულაციის ყ...

„შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის გარშემო კონსულტაციები ორი კვირა მიმდინარეობდა, სწორედ იმ ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

1618673327
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინი...

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 237-მა ადამიანმა გაიკეთა.

1618671412
30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით სააღდგომო...

სააღდგომო არდადეგების გამო, 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ვაქცინაცია დროებით შეჩერდება.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“...

დიდი დიღმის IV მიკრორაიონიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით, დღეიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი - N321 ამოქმედდა. BMC მარკის 12-მეტრიანი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსით დღეს თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმგზავრა.