თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს იგორ დოლგოვს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ დიპლომატთან საუბრისას ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ არსებულ გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხებიც მიმოიხილეს.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებით საქართველო-უკრაინის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.
სამინისტროს ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილმა და იგორ დოლგოვმა ქვეყნებს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხებზეც იმსჯელეს, მათ შორის ხაზი გაესვა საქართველოში დაგეგმილ საერთაშორისო სწავლებებში უკრაინელი სამხედროების მონაწილეობის მნიშვნელობას, სამხედრო განათლების სფეროში, ასევე, დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის კუთხით თანამშრომლობის გაგრძელებას.
საქართველოს ორი ვიცე პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
2018 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია დაფუძნდა, რომელიც დღემდე აქტიურად ახორციელებს საინტერესო პროექტებს სტიპენდიატებისა და კურსდამთავრებულების ჩართულობით.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აღნიშნა რომ ნიკა მელიას გათავისუფლების თემაზე კონგრესსა და სენატში პოლიტიკურ ლიდერებს თავიანთი პოზიციები აქვთ.
მისი თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკების მოწოდებას არ მიიღებს და მათთვის საფიქრალია, როგორ გამოვიდნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს.
პარლამენტის 16 წევრის რიგგარეშე აცრის გამო ლიბანში სკანდალი მოხდა. ამის გამო მსოფლიო ბანკი ვაქცინაციის შეწყვეტით იმუქრება. ინფორმაციას nna-leb.gov.lb იუწყება.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით გაიხსნა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი პრაქტიკაში“.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანაში ადგილი აქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობას. ასე შეაფასა ფაშინიანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის და სამხედროების განცხადება, რომლებმაც პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.
სამ თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობას 27 თებერვლიდან დაიწყებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.