სამხედრო

თავდაცვის მინისტრი SNGP-ის საინფორმაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

თავდაცვის მინისტრი SNGP-ის
საინფორმაციო შეხვედრაზე
სიტყვით გამოვიდა
1603445776
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მიღებიდან 5 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა SNGP-ის ინიციატივების განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მინისტრმა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
მინისტრმა არსებითი პაკეტით განსაზღვრული ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში გერმანიის ხელმძღვანელობით ნატოს ძირითადი ჯგუფის ჩართულობა ხაზგასმით აღნიშნა.

„საქართველოსა და ნატოს სამეთაურო სტრუქტურას შორის გაზრდილი თანამშრომლობა არის დასტური ჩვენი პრინციპისა - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნატო-საქართველოს მტკიცე თანამშრომლობას,“- განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა 2019 წელს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში არსებითი პაკეტის განახლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც წლის ბოლოს განახლებული არსებითი პაკეტით ნატო-საქართველოს ურთიერთობაში ახალი, კიდევ უფრო ინტენსიური ეტაპი დაიწყება.

„ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, რომელმაც უელსის სამიტზე მიღებული SNGP-ის იმპლემენტაცია და საქართველოსთვის მისი მნიშვნელობა მიმოიხილა. სიტყვით გამომსვლელებს შორის, ასევე, იყვნენ საქართველოში პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პუგლისი. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციაც, რომელიც საქართველოში 5 წლის განმავლობაში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების ანგარიშს ასახავდა.

SNGP-ის საინფორმაციო შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრნენ. ღონისძიება „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საქართველოში გერმანიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ჩვენი შვილებისა და
შვილიშვილების დაცვის
ერთადერთი შესაძლებლობაა
ოჯახის წევრების
ვაქცინაცია“

„პირებს, რომელთაც ვაქცინის პირველ დოზაზე...

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ სატელევიზიო ეთერში განაცხადა, რომ ადამიანებს რომელთაც კორონავირუსის ვაქცინის პირველ დოზაზე ალერგიული რეაქცია ჰქონდათ, შესაძლოა, განსხვავებული ტიპის ვაქცინით აცრის შესაძლებლობა მიეცეთ.

1627587122

ჩუღურეთის რაიონში, ცოტნე დადიანის N7-ში, 1 600 კვადრატულ მეტრზე დასასვენებელი სივრცე მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

1627626199

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ საქართველოსა და მისი დასავლელი პარტნიორების სამხედრო აქტივობით შეშფოთებას გამოხატავს. ასე გამოეხმაურა დე ფაქტო უწყება საქართველოში საერთაშორისო წვრთნების, Agile Spirit 2021 ჩატარებას. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

1627625293

სანდრო მამუკელაშვილი NBA-ში ითამაშებს. ქართველი კალათბურთელის ახალი გუნდი კი მოქმედი ჩემპიონი „მილუოკი ბაქსია“! დრაფტზე მამუკელაშვილი 54-ე ნომრად „ინდიანა პეისერსმა“ აირჩია, მაგრამ ბითაძის გუნდმა ის „მილუოკი ბაქსს“ გაუცვალა.

1627622462

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში გურამ თუშიშვილი (+100 კგ) იასპარეზებს, რომელმაც ზედიზედ ორიე შეხვედრის მოგება მოახერხა.

1627621923
გათიშული დენი

30 ივლისს ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგე...

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო, 30 ივლისს, ნაძალადევის რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

1627585235
„ისრაელში 60 წელს ზემოთ ასაკის მქონე ადა...

ისრაელი მალე დაიწყებს მესამე, გამაძლიერებელი (ბუსტერ) Covid-19 დოზის გაკეთებას 60 წელზე მეტი ასაკის პაციენტებისთვის, რომლებიც უკვე აცრილნი არიან, - ამის შესახებ ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი საკუთარ Facebook-ის გვერდზე წერს.

ისრაელის ჯარებსა და პალესტინელებს შორის...

ისრაელის ჯარებსა და პალესტინელებს შორის შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

ავღანეთში წყალდიდობას 150 ადამიანის სიცო...

ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინცია ნურისტანში წყალდიდობას 150 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ 1tvnews იუწყება.