მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავდაცვის მინისტრმა აჭარაში ლოჯისტიკის ცენტრის განახლებული ბაზა მოინახულა

ლოჯისტიკის ბაზა

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აჭარის რეგიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოების გაცნობას განაგრძობს. მინისტრი ლოგისტიკის ცენტრ (დასავლეთი) მე-4 შენახვის განყოფილების სამხედრო ბაზაზე დასრულებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრმა ადგილზე მოინახულა ორსართულიანი ყაზარმა, რომელსაც შიდა და გარე სრული სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. ასევე, დასრულდა სასადილოს შენობის რემონტი და ბაზის გარე პერიმეტრის შემოღობვა.