მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავდაცვის მინისტრმა ახალქალაქში მდებარე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი მოინახულა

თავდაცვის მინისტრი სამცხე ჯავახეთში

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თავდაცვის ძალებში მიმდინარე სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. მინისტრმა დღეს ახალქალაქში მდებარე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი მოინახულა. მისი ბრძანებით, ადგილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამ თვეში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი (BCT) მთლიანად ახალქალაქში დისლოცირდება.

თავდაცვის სამინისროს ინფორმაციით, სამხედრო ბაზაზე უკვე დასრულებულია რამდენიმე შენობა, მათ შორის საცხოვრებელი ყაზარმა, შტაბის შენობა, სასადილო, ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი, სამი საქვაბე, რომელიც შენობების გათბობისა და ცხელი წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს და საყარაულო შენობა. მოეწყო შიდა გზები, გარე განათება და სამწყობრო მოედანი. დაგეგმილია ლაზარეთის, ასევე დაცვისა და უზრუნველყოფის ასეულების ყაზარმების მშენებლობა. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი 800 რეკრუტის მომზადებაზეა გათვლილი.

თავდაცვის მინისტრი ახალქალაქში მიქაელ მთავარანგელოზის საკათედრო ტაძარშიც იმყოფებოდა, სადაც წმინდანთა ნაწილები და ტურინის სუდარის ზუსტი ასლი მოილოცა, რომელიც მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმეა.