სამხედრო

თავდაცვის მინისტრმა მახათას მთაზე „ჯარის ქალაქის - Army City“ მშენებლობა მოინახულა

თავდაცვის მინისტრმა
მახათას მთაზე „ჯარის
ქალაქის - Army City“ მშენებლობა
მოინახულა
1617085339
დაკოპირებულია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და გადაწყვეტილებით მახათას მთაზე დაწყებული „ჯარის ქალაქის - Army City“ მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ. 

დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად მახათას მთაზე იმყოფებოდა და ქართველი სამხედროებისთვის მიმდინარე ბინათმშენებლობის სამუშაოებს პირადად გაეცნო.

„ბინათმშენებლობის პროექტის მიხედვით მახათას მთაზე ოფიცრებისთვის 7-სართულიანი 39 კორპუსი შენდება, რომელშიც 1092 ბინა განთავსდება.

ამ ეტაპზე 31 კორპუსის საძირკველი უკვე ჩასხმულია, მიმდინარეობს სართულების ამოყვანა, ისხმება სართულებს შორის ფილები, ქვედა სართულებზე კი მიმდინარეობს ბლოკის წყობის დალაგება და ბინების ერთმანეთისგან გამოსაყოფად დატიხვრა. დანარჩენ კორპუსებზე კი, მიმდინარეობს ფუნდამენტის ქვაბულის ამოღების სამუშაოები, ასევე „ჯარის ქალაქის“ გარე პერიმეტრის - შემოღობვაც.

სამხედროები თეთრი კარკასის მდგომარეობით 50მ, 80მ და 110მ -იანი საცხოვრებელი ფართის შეძენას, სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით შეძლებენ.

საცხოვრებელი ფართის კვადრატული მეტრის ღირებულება 200 დოლარი იქნება. ხოლო, სამხედროებს ერთ კვადრატულ მეტრში აღნიშნული თანხის ნახევრის დაახლოებით 100 დოლარის გადახდა მოუწევთ. ამ თანხის გადასახდელად სამხედროებს საშუალება ექნებათ არა საბანკო გარანტიებით, არამედ უპროცენტო შიდა განვადებით ისარგებლონ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სამინისტროს ცნობით, სამხედროებისთვის ღირსეული საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად ყველაზე ფართომასშტაბიანი პროექტის განხორციელება გასული წლის შემოდგომაზე დაიწყო.

„ჯარის ქალაქის - Army City“ მშენებლობა 2022 წლის ბოლოს დასრულდება. ბინათმშენებლობის პროექტი ასევე, ითვალისწინებს ბავშვებისთვის გასართობი სივრცეების, შიდა გზების, რეკრეაციული და პარკირების ზონების მოწყობას.

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე, „ნაციონალური
მოძრაობის“ ლიდერი ნიკა
მელია Pia.ge

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია რომ ციხეში ზ...

„ის, რომ დღეს ნიკა მელია ციხეში ზის, ნამდვილად რუსული თამაშია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ნიკანორ მელიას თანამონაწილეობით გაითამაშა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 141 მლნ-ს აჭარბებს განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

1618689111

ჩეხეთის რესპუბლიკამ გამოაცხადა, რომ ქვეყნიდან გაძევებს 18 რუს დიპლომატს, რომლებიც ჯაშუშებად იქნენ ცნობილი.

1618686529

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკა წურწუმიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებულ პირს გამოძიება 144-ე მუხლს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხმობს.

1618683713

ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოს წინ აქტივისტებმა შიშველი პუტინის ფიგურა დასვეს ოქროს უნიტაზზე.

1618682670
უმრავლესობის წევრი
ირაკლი კობახიძე, 2020 წ.

ირაკლი კობახიძე: იმისათვის, რომ სპეკულაციის ყ...

„შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის გარშემო კონსულტაციები ორი კვირა მიმდინარეობდა, სწორედ იმ ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

1618673327
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინი...

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 237-მა ადამიანმა გაიკეთა.

1618671412
30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით სააღდგომო...

სააღდგომო არდადეგების გამო, 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ვაქცინაცია დროებით შეჩერდება.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“...

დიდი დიღმის IV მიკრორაიონიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით, დღეიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი - N321 ამოქმედდა. BMC მარკის 12-მეტრიანი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსით დღეს თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმგზავრა.