სამხედრო

თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა

თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა
17:10 ორშ. 26 ოქტომბერი
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, ვაზიანში მდებარე მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

ბაზა სრულად მოდერნიზებულია და თანამედროვე სტანდარტებს აკმაყოფილებს. ბაზის ტერიტორიაზე გარემონტებული და რეაბილიტირებული შენობა-ნაგებობები თავდაცვის მინისტრმა დაათვალიერა და შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

2020 წელს მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების განმავლობაში მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში კაპიტალურად გარემონტდა ყაზარმები, რომელიც ახალი სველი წერტილებითა და კონდიცირება-ვენტილაციის სისტემებით აღიჭურვა. სარემონტო სამუშაოების შედეგად, ყაზარმებში ახალი იატაკი დაიგო, მოხდა ჭერის, კედლების, განათების სისტემების განახლება და ახალი ავეჯითა და ინვენტარით უზრუნველყოფა. დასრულებულია ფასადების რეკონსტრუქციაც. დასრულდა სასადილოს კაპიტალური სარემონტო სამუშაოები და სამზარეულოს თანამედროვე დანადგარებითა და ინვენტარებით აღჭურვა. მთელ ტერიტორიაზე განხორციელდა გარე განათების სრული რეაბილიტაცია. ბრიგადაში ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოებიც შესრულდა, რაც გამწვანებას, სარწყავი სისტემებით უზრუნველყოფას, ასფალტის გზის დაგებასა და სტადიონის რეაბილიტაციას მოიცავს.

მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში ვიზიტის ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა ბრიგადის ტერიტორიაზე წმინდა გიორგის სახელობის ახლადაშენებული ეკლესია დაათვალიერა და სამხედრო მოსამსახურეებს მისივე ინიციატივით დაბეჭდილი საველე ახალი აღთქმა საჩუქრად გადასცა. სპეციალურ ქაღალდზე მინიატურულ ფორმატში დაბეჭდილი ახალი აღთქმა უახლოეს პერიოდში საქართველოს თავდაცვის ძალების სრულ პირად შემადგენლობას დაურიგდება. მე-4 მექანიზებული ბრიგადის მოძღვარმა, მამა გაბრიელ ბარბაქაძემ მინისტრს წმინდა გიორგის ხატი საჩუქრად გადასცა. საქართველოს თავდაცვის ძალებში მყოფ მორწმუნეთა მუსულმანურ ნაწილს კი, მინიატურული ყურანის ტარების შესაძლებლობა ექნება. ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ყურანიც იდენტურ ფორმატში გამოიცა. მუსულმანური აღმსარებლობის რამდენიმე სამხედრო მოსამსახურეს, მე-4 მექანიზებულ ბრიგადაში ვიზიტისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ყურანი პირადად დაურიგა. - აღნიშნულია განცხადებაში

მთავრობის რეგულაციები

ყველა შეზღუდვა, რომელიც დღეს დაწესდა - ჩ...

„საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტ...
14:31 ხუთ. 26 ნოემბერი
სააკაშვილმა მიღებულ გადაწყვეტილებას „სრულიად აბსურდული“ უწოდა. „სრულიად აბსურდული, არალოგიკური და თ...
22:40 ხუთ. 26 ნოემბერი
გამოცემის ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში კოვიდ 19-ზე ტესტი 265 ადამიანს ჩაუტარდა. ე.წ. ოპერატიული...
22:27 ხუთ. 26 ნოემბერი
ამირან გამყრელიძის თქმით, ინფიცირებული პირების უმრავლესობა ასიმპტომურია. „დღეს ჩვენ თუ გვაქვს 3000-...
22:03 ხუთ. 26 ნოემბერი
როგორც სატელევიზიო ეთერში ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, იმის ფონზე, როდესაც კოვიდინფექციის საწინააღმდე...
21:35 ხუთ. 26 ნოემბერი
თბილისის მერიის ფასადი

თბილისის მერია: მეტროს შეჩერების გადაწყვეტილე...

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადე...
21:14 ხუთ. 26 ნოემბერი
19:02 ხუთ. 26 ნოემბერი
მსოფლიო მარადონას გლოვობს (ფოტოგალერია)
25 ნოემბერს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში საკ...
18:44 ხუთ. 26 ნოემბერი
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების ბრადლე...
საერთო ჯამში სამხედრო გადატრიალების საქმის ფარგლებში თურქეთში 55 ათასი ადამიანია...
17:45 ხუთ. 26 ნოემბერი
ნათია თურნავა: სოციალური და ბიზნეს დახმა...
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სოციალური დახმარების ისეთ მიმართულებაზე, როგორიცა...