სამხედრო

თავდაცვის მინისტრს პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე მოუსმინეს

თავდაცვის მინისტრს
პარლამენტის ნდობის
ჯგუფის სხდომაზე
მოუსმინეს
1613126796
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში ნდობის ჯგუფის ფორმატში მოუსმინეს, სადაც უწყების ხელმძღვანელმა განხორციელებული რეფორმების, სპეციალური პროგრამებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

თავდაცვის მინისტრმა, დახურულ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე ნდობის ჯგუფის წევრებს უწყების მიერ მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ვრცელი ინფორმაცია მიაწოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის ძალების ათწლიანი განვითარების გეგმის ფარგლებში ანგარიში წარადგინა, რომლის მიხედვით აქტიურად მიმდინარეობს ჯავშან-საწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკური შესაძლებლობების განვითარება.

ასევე, უწყების ხელმძღვანელმა ნდობის ჯგუფის წევრებთან თავდაცვის ძალების სადაზვერვო შესაძლებლობები, საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები, კიბერუსაფრთხოების გამოწვევები და სამხედრო მრეწველობის განვითარების გეგმები განიხილა. სხდომაზე ყურადღება გამახვილდა საიდუმლო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზეც.

დავით ზალკანიანი და ივანე
მაჭავარიანი

საქართველოს ორი ვიცე-პრემიერი ეყოლება

საქართველოს ორი ვიცე პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. 

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ინოვაციების დანერგვას განაგრძობს. ახლა უკვე სულ ახალი ბიზნეს მობილბანკის გამოყენებით, მომხმარებლებს საკუთარი ბიზნეს ოპერაციების მართვა ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია, - ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

1614249208

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე განხორციელებულ თავდასხმას ოპოზიციური პარტიები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. 

1614248548

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებისთვის ძებნილი პირი - 1972 წელს დაბადებული ბ.გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

1614248446

საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის ოთხი წევრის ვინაობა ცნობილია.

1614247744
ქართული ოცნების წევრი

გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. 

1614247682
არჩილ თალაკვაძე: მე ვურჩევ ოპოზიციას დაა...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესში.

„ანტისაოკუპაციო მიტინგზე იაქტიურა და ეს...

„გამოსავალი ნიკა მელიას გათავისუფლებაშია, რომელიც უკანონოდ იქნა დაკავებული და პოლიტიკური პატიმრის სუპერ ვარიანტს წარმოადგენს, რადგანაც ანტისაოკუპაციო მიტინგზე იაქტიურა და ეს ჩაეთვალა დანაშაულად, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

„პოლიტპატიმრები მელია და რურუა უნდა გამო...

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთის ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებით „ივანიშვილის რეჟიმი გონს უნდა მოვიდეს და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები უნდა გათავისუფლდნენ“.