მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

„2019 წლის თავდაცვის სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტში გაწერილი შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინების თვალსაზრისით, თავდაცვის სამინისტროს მიერ გატარდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები“, - ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს მერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადების თანახმად, საუბარია საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ მემკვიდრეობით გადმოცემული ქონების შეფასებაზე, რომელიც უწყებას მოჰყვება და აღნიშნული პრობლემა 2020 წელს იქნა აღმოფხვრილი.

„კერძოდ, ფინანსური ანგარიშგების თვალსაზრისით ანგარიშგების გაუმჯობესების მიზნით თავდაცვის სამინისტრომ 2020 წელს გაატარა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს მონაცემებს შორის ცდომილების მინიმუმამდე დაყვანას. გარდა ამისა აუდიტის სამსახურთან შეთანხმებული სამოქმედო გეგმის მიხედვით რეკომენდაციების შესრულება ამ ეტაპზეც გრძელდება.

რაც შეეხება ფინანსური ინფორმაციის სანდოობის, ნაშთებისა და ოპერაციების ურთიერთშესადარობის გაუმჯობესებისა და აღრიცხვის დროულობის, სისრულისა და სიზუსტის მიმართულებით გაცემულ რეკომენდაციებს თავდაცვის სამინისტროს მიერ უკვე 2020 წელს გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ფინანსურ ანგარიშგებაში არსებული პრობლემების, კერძოდ ფინანსურ აღრიცხვაში არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად.

აღსანიშნავია, რომ დებიტორული დავალიანების დიდი ნაწილი 238,964,804 ლარი არის 2010 წლამდე არსებული დავალიანებაა,რომელიც ეხება წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ სავარაუდო კორუფციულ გარიგებებს. აღნიშნულ საქმეებზე მიმდინარეობს გამოძიება და შესაბამისად თანხები აღრიცხულია როგორც ვალდებულება უწყების წინაშე. სამინისტროს მიერ რიგ შემთხვევაში ხდება განუბაჟებელი საქონლის თანხობრივად აღრიცხვა, თუმცა მსგავსი ტიპის აღრიცხვა არ წარმოადგენს სრულყოფილი აღრიცხვის ფორმას, ამიტომ სამინისტროს მიერ ხდება ფინანსური ანგარიშგების ძირეულ პრობლემებზე კონცენტრირება და გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი ღონისიძებების გატარება.

რაც შეეხება ჯართის რეალიზაციის პროცედურის რისკებსა და ნაკლოვანებებს, აღნიშნული მიგნება თავად უწყების შიდა აუდიტის მიერ იქნა აღმოჩენილი, რაზედაც ბუნებრივია პრევენციულ ზომებს გავატარებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.