სამხედრო

თავდაცვის სამინისტრომ ბინების დაკანონების პროცესი დაიწყო

ბრიფინგი თავდაცვის უწყებაში
12:26 04.08
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტის განხორციელება, რომელიც სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახების სოციალური პირობების გაუმჯობესების მიზნით უწყების ბალანსზე არსებული 5000 ბინის დაკანონებას ითვალისწინებდა, უკვე დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბინების გადაცემის პროცესის ეფექტიანი და სამართლიანი წარმართვის მიზნით, მინისტრის ბრძანებით სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელშიც სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შესაბამისი წარმომადგენლები შედიან.

„აღნიშნული კომისია განცხადებებსა და შესაბამის დოკუმენტაციას ინდივიდუალური მიდგომით განიხილავს და მინისტრს შესაბამის რეკომენდაციებს წარუდგენს. უშუალოდ განცხადებების მიღება და სარეკომენდაციო პროექტების მომზადება თავდაცვის ძალების ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მიერ მოხდება, რომელიც აღნიშნული კომისიის სამდივნოს წარმოადგენს. საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის ადმინისტრირების არსებული მოდელი პროცესის გამჭვირვალობასა და ღიაობას შეუწყობს ხელს. სამინისტროს ბალანსზე არსებული 5000-მდე ბინის ფაქტობრივი მფლობელებისთვის დაკანონების შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ 17 ივლისს მიიღო. ბინების დაკანონების შედეგად, ათასობით ოჯახისთვის წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემა გადაიჭრება, რაც მკვეთრად გააუმჯობესებს მათ სოციალურ მდგომარეობას. თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ 5000-მდე ბინას, ფაქტობრივად, ყოფილი სამხედრო მოსამსახურეები, იძულებით გადაადგილებული პირები, სოციალურად დაუცველი პირები და საქართველოს სხვა მოქალაქეები დაიკანონებენ“, - აცხადებენ სამინისტროში.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
შვეიცარიის კონფედერაციაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, 25 ოქტომბერს ქალაქ ბაზელში ქართული საკვირ...
25 წუთის წინ
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში „საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახ...
29 წუთის წინ
ე.წ. სამხრეთ ოსეთში მძიმე ეპიდემილოგიური ვითარებაა შექმნილი. ამის შესახებ ე.წ. მთავრობის სხდომაზე დე...
46 წუთის წინ
„შიშით აღარ ვცხოვრობთ და იმიტომ, რომ ჩემმა შვილმა რომელიღაცა პარტიის მაისური ჩაიცვას, აღარავინ აღარ...
47 წუთის წინ
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი მამუკა მდინარაძე - Pia.ge

მამუკა მდინარაძე: ოღონდ დააბრალონ რუსეთუმეობა...

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით...
55 წუთის წინ
ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 40 000 000 აშ...
2020 წლის 29 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ს...
ვიქტორ ყიფიანისა და დავით ძიძიგურის დაჯი...
იურიდიული ფირმა „ემ ქეი დი“-ს (https://mkdlaw.ge) უფროსი პარტნიორი დავით ძიძიგურ...
გერმანიის მთავრობამ COVID 19-ის წინააღმდ...
საქართველოსა და რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW) შორის ხელი მოეწერა სასესხო...