სამხედრო

თავდაცვის სამინისტრომ კომპანია „რაფაელთან“ შეთანხმება გააფორმა

შეთანხმება კომპანია „რაფაელთან“
14:36 11.09
დაკოპირებულია

საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით, თავდაცვის სამინისტროსა და ისრაელის სახელმწიფო კომპანია „რაფაელს“ შორის შეთანხმება გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ცნობით, ხელშეკრულების თანახმად, საჰაერო თავდაცვით დანადგარებს სრული აღდგენა და მოდერნიზაცია ჩაუტარდება.

შეთანხმების გაფორმებამდე, საქართველოს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებისა და საჰაერო თავდაცვითი სისტემების განახლების საკითხები თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ისრაელის თავდაცვის უწყების დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო კომპანიის „რაფაელის“ წარმომადგენლებთან განიხილა.

მხარეებმა თანამშრომლობის პერსპექტივებზე და სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს, მათ შორის საუბარი შეეხო პირადი შემადგენლობის გადამზადებასა და შესაბამისი ტრენინგების გავლას.

„რაფაელის მოწინავე თავდაცვითი სისტემების“ კომპანია ისრაელის თავდაცვის სამინისტროს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას წარმოადგენს, რომელიც ისრაელის თავდაცვის ძალებისთვის იარაღის, სამხედრო და თავდაცვითი ტექნოლოგიების გაუმჯობესებასა და წარმოებაზე მუშაობს, ასევე აწარმოებს ექსპორტსაც.

ავიაციის განვითარების საკითხებზე თავდაცვის უწყებაში კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა. ავიაციის პარკის მოდერნიზების საკითხებზე ირაკლი ღარიბაშვილი „ელბიტ სისტემების“ წარმომადგენლებს შეხვდა. მხარეებმა თანამედროვე რადიო-ელექტრონული სისტემებით საფრენი აპარატების აღჭურვის საკითხებზე იმსჯელეს, რაც საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებული თვითმფრინავებისა და შვეულმფრენების ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას უზრუნველყოფს.

„ელბიტ სისტემები“ მაღალი ტექნოლოგიების მწარმოებელი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სისტემების განვითარებაზე მუშაობს და თავდაცვითი უსაფრთხოების სისტემებს აწარმოებს. შეხვედრებს ასევე, დაესწრნენ თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჯუანშერ ბურჭულაძე, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, მისი მოადგილე ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, პოლკოვნიკი სერგო ნინუა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - LIVE

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი 200-დან ზემოთ, 400-500-ს შორის იმერ...
34 წუთის წინ
აზერბაიჯანელი სამხედროები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობის დარბევას, დაბომბვის საფრთხის წინაშე აგრ...
34 წუთის წინ
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, უწყებამ უსიმპტომო პირების გამოჯანმრთელების...
47 წუთის წინ
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას მიმართა საჩივრ...
48 წუთის წინ
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი აზერბაიჯანი სომხურ მხარეს ახლო აღმოსავლეთიდან...
აზერბაიჯანი სომხურ მხარეს ახლო აღმოსავლეთიდან, მათ შორის სირიიდან ჩასული დაქირავებული „ბოევიკების“ გ...
48 წუთის წინ
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის...
არაღიარებული მთიანი ყარაბაღის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხ...
12:00
800-მდე კოვიდინფიცირებული ბინაზე მკურნალ...
ბინაზე 800-მდე კოვიდადასტურებული მკურნალობს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მო...
საკონდიტრო „დონა“ 5 ოქტომბრიდან მუშაობის...
საკონდიტრო „დონა“ 5 ოქტომბრიდან მუშაობას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაცია სოც...