მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ პარტიული ტელევიზიების მიერ მომზადებულ სიუჟეტებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ.

მოგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ უკვე გაავრცელა ოფიციალური განცხადება პირველი ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ და ამ საკითხზე მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შესაბამისი გამოძიება.

პარტიული ტელევიზიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სრულიად დაუსაბუთებელ ვარაუდებზე დაყრდნობითაა მომზადებული.

მომხდარში დადანაშაულებულია თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, უგულვებელყოფილია სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადება და დაშვებულია არაერთი უზუსტობა.

ასევე, გამოძიების დასრულებამდე ასეთი უაპელაციო და სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებები წარმოადგენს შეგნებულ მცდელობას მოხდეს ჯარის დისკრედიტაცია და შემთხვევა გამოყენებულ იქნას ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის.

ცრუ და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება, მოცემული ტელევიზიების მხრიდან, ჯარის პოლიტიკურ პროცესთან ხელოვნური დაკავშირებისა და უმნიშვნელოვანესი საჯარო ინსტიტუტის იმიჯის დაკნინების ამაო მცდელობაა“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.