სამხედრო

თავდაცვის სამინისტროს სპეციალური ოპერაციების ძალებს ახალი აღჭურვილობა გადაეცა

თავდაცვის სამინისტროს
სპეციალური ოპერაციების
ძალებს ახალი აღჭურვილობა
გადაეცა
1613112059
დაკოპირებულია

საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლების მიზნით, შეიარაღებისა და აღჭურვილობის მოდერნიზაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სპეციალური ოპერაციების ძალების პირადმა შემადგენლობამ თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა მიიღო.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებს მრავალფუნქციური ტაქტიკური საიერიშო ჩანთები, ჯავშანფილები, სსსტც „დელტას“ მიერ წარმოებული თანამედროვე ტაქტიკური ჯავშანჩაფხუტები, ხერხემლის მარეგულირებელი სისტემები, სპეცდანიშნულების მებრძოლის იარაღის შიდა და გარე ქამრები, ასევე Glok 17 პისტოლეტისა და M4-ის ტიპის ავტომატური შაშხანების ჩასადები მჭიდჩანთები გადაეცათ.

დღეს, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მუხროვანის სამხედრო ბაზაზე სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის განკუთვნილი ახალი აღჭურვილობა პირადად დაათვალიერა და სამხედრო მოსამსახურეების მიერ ავტომატური შაშხანებიდან და პისტოლეტებიდან მიზანში სროლის სავარჯიშოებს დაესწრო.

უწყების ცნობით, თავდაცვის ძალების აღჭურვა თანამედროვე შეიარაღებით ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის პოლიტიკის ნაწილია და მიზნად ისახავს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების ზრდას, ნატოს სტანდარტებთან კიდევ უფრო დაახლოებას და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესებას.

დავით ზალკანიანი და ივანე
მაჭავარიანი

საქართველოს ორი ვიცე-პრემიერი ეყოლება

საქართველოს ორი ვიცე პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. 

100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია შემოიჭრა. სწორედ 25 თებერვალი ჩაიწერა ისტორიაში, როგორც საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი- ჩვენი ქვეყნის გასაბჭოების დღე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.

1614249837

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მომხრეებთან ერთად ერევნის ქუჩებში მიმდინარე მსვლელობაში მონაწილეობს. აქციის მონაწილეები ყვირიან „ნიკოლ პრემიერი!“ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" იუწყება. 

1614249630

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ინოვაციების დანერგვას განაგრძობს. ახლა უკვე სულ ახალი ბიზნეს მობილბანკის გამოყენებით, მომხმარებლებს საკუთარი ბიზნეს ოპერაციების მართვა ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია, - ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

1614249208

ჟურნალისტ ვახო სანაიაზე განხორციელებულ თავდასხმას ოპოზიციური პარტიები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან. 

1614248548
დაკავებული ადამიანი
ზურგით

პოლიციამ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლ...

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებისთვის ძებნილი პირი - 1972 წელს დაბადებული ბ.გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან დავითაშვილი: ქართული თაფლის ექსპორ...

მეფუტკრეობის განვითარების საბჭოს რიგით მე-3 შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰო...

„სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისთვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სამსუნგის წარმომადგენლობა ავრცელებს.

არჩილ თალაკვაძე: მე ვურჩევ ოპოზიციას დაა...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესში.