მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის ოფიციალურ გვერდს Facebook-ის ადმინისტრაციისგან ვერიფიკაცია მიენიჭა

თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის ოფიციალურ გვერდს Facebook-ის ადმინისტრაციისგან ვერიფიკაცია მიენიჭა.

თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციას წარმოადგენს სამინისტროს სისტემის სტრატეგიული კომუნიკაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის პოლიტიკის შემუშავება, დაგეგმვა და განხორციელება.

თავდაცვის სამინისტროს სტრატკომის Facebook-ის ოფიციალური გვერდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ყალბ ინფორმაციასთან ბრძოლა, დეზინფორმაციის შემცველი ახალი ამბების გავრცელების პრევენცია და დეზინფორმაციის ფაქტებზე ოპერატიული რეაგირებაა.

არსებული ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო PIA.GE-ს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაუდასტურა.