მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

თურქეთმა რუსული საზენიტო კომპლექსი S-400 გამოსცადა (ვიდეო)

რუსული საზენიტო კომპლექსი S-400

თურქეთმა რუსული საზენიტო კომპლექსი S-400 გამოსცადა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო საზენიტო-სარაკეტო კომპლაქსად ითვლება. ამის შესახებ გამოცემა nethaber.com იუწყება.

სატესტო სროლა ქალაქ სინოპის მახლობლად მოხდა. შესაბამისი ვიდეო ინტერნეტში გავრცელდა.

S-400-ის მიწოდების თაობაზე თურქეთმა რუსეთთან კონტრაქტი 2017 წელს გააფორმა. 2019 წელს თურქეთმა პირველი 4 კომპლექსი მიიღო. კონტრაქტის ფასი 2,5 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

NATO-ს წევრი თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექსის შეძენის ფაქტმა აშშ-ში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.