სამხედრო

უწყებათშორისი სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა

სამთო მომზადება დასრულდა
12:11 11.07
დაკოპირებულია

თავდაცვის სამინისტროს საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში უწყებათშორისი სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამთო სწავლება თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედროებმა და სკოლის პირადმა შემადგენლობამ შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეებთან ერთად გაიარეს.

სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი სამი კვირის განმავლობაში საჩხერესა და ჭიათურაში მდებარე სასწავლო უბნებზე მიმდინარეობდა. კურსს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ. თავდაცვის ძალებისა და შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის პირადმა შემადგენლობამ სამთო მომზადების განმავლობაში სამთო აღჭურვილობის შერჩევა, მოხმარების წესები და ტექნიკური მონაცემები შეისწავლეს, ასევე გაიარეს სამხედრო- ალპინისტური და სამთო-ტექნიკური მომზადება, გადაადგილება მთიან რელიეფზე უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, დაშავებულის კოლექტიური გადარჩენის და ევაკუაციის ორგანიზება.

სწავლების მონაწილეებს სამთო-ტექნიკური მომზადების წარმატებით დასრულება სამთო მომზადების სკოლის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მალხაზ გოლეთიანმა და შსს-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორმა, პოლიციის პოლკოვნიკმა ზურაბ ჭაბაშვილმა მიულოცეს. კურსდამთავრებულებმა შესაბამისი სერტიფიკატები, სამკერდე ნიშნები და სამთო მომზადების ზაფხულის შუალედურ კურსში მონაწილეობისთვის რეკომენდაცია მიიღეს.

თავდაცვისა და შსს-ს სამინისტროები უწყებათშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ერთობლივ სამთო კურსებს 2018 წლიდან რეგულარულად ატარებენ.

თეონა თამაზაშვილის დედა

ბაჩალიაშვილის ოჯახი ხვალ აშშ-ის საელჩოსთ...

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი, ხვალ, 4 აგვისტოს აშშ-ის საელჩოსთან აქციას...
ქართული იდენტობის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბი...
21:12 03.08
დაბა ხარაგაულში ღია ტიპის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საკალათბურთო მოედნის მშენებლობა აქტი...
21:02 03.08
„საქართველოს რკინიგზისა“ და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სოფელ...
20:52 03.08
ბიზნესმენი გოგი თოფაძის განცხადებით, მისი შვილიშვილის ლევან თოფაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესო...
20:09 03.08
საქართველოს ბანკის ქეშბექი ბიზნესს საქართველოს ბანკი ბიზნესს ახალ „ქეშბექს“ სთავ...
საქართველოს ბანკი ბიზნესებს, საქმიანობის გამარტივების მიზნით, ინოვაციურ, თანხის მიმღებ აპარატზე- cas...
Microsoft-ს Tik Tok-ის შესაძენად 45 დღია...
ტრამპმა ჩინურ Tik Tok-ს 45 დღანი ვადა მისცა, რათა ბიზნესი Microsoft-ს მიყიდოს და...
პატრიარქმა ბაჩალიაშვილის ოჯახს წესის აგე...
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ ახალგაზრდა პროგრამისტს თამარ ბაჩალიაშვილს წესს...
მერაბ ქვარაია: უგულავას ზუგდიდში გამარჯვ...
პარლამენტის წევრი, ქ.ზუგდიდის მაჟორიტარი მერაბ ქვარაია „ევროპული საქართველოს“ გე...