მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ზალკანიანი: მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს, საქართველოს ოკუპაციის საკითხი ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგის უპირველეს თემად აქციონ

საქართველოს ოკუპაციის საკითხი

„12 წლის წინ რუსეთის მიერ სუვერენულ ქვეყანაზე თავდასხმა ევროპაში საზღვრების ძალისმიერად შეცვლის მცდელობას წარმოადგენდა, რამაც უზარმაზარი დარტყმა მიაყენა წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ყოველწლიურ კონფერენციაზე „საქართველო და სამეზობლო“ განაცხადა.

მისი თქმით, უკვე 12 წელია, რაც საქართველო ომის მდგომარეობაშია. რუსეთი გამუდმებით არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებულ პირობებს. ამას თან ერთვის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ აღმართული ახალი ტიპის ბერლინის კედლები, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია, მკვლელობის, წამების, გატაცებისა და უკანონო დაკავების ფაქტები.

მინისტრის თქმით, უამრავი ხელისშემშლელი დაბრკოლების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა აქტიურად ახორციელებს შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას, რომელიც საოკუპაციო ხაზებით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენისკენაა მიმართული.

ვიდეო-კონფერენცია ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის და ქართულ-ამერიკული ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა ასევე მიიღო სახელმწიფო მდივნის მოადგილე სტივენ ბიგანმა.