მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

1 დაღუპული და 7 დაშავებული - ტერორისტული თავდასხმა უგანდაში

1 დაღუპული და 7 დაშავებული -  ტერორისტული თავდასხმა უგანდაში

უგანდას დედაქალაქ კამპალაში ტერორისტულ თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აფეთქების დროს 7 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

„როგორც ჩანს, ეს ტერორისტული აქტია. მაქვს ინფორმაცია, რომ 3 ადამიანი მოვიდა და დატოვა პაკეტი კავერათი [პლასტიკური ჩანთა], რომელიც მოგვიანებით აფეთქდა“, - განაცხადა უგანდის პრეზიდენტმა იოვერი მუსვენიმ.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ, გააფრთხილა ბრიტანეთის მოქალაქეები აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყანაში - სადაც ასეთი თავდასხმები იშვიათია - რომ „ტერორისტები დიდი ალბათობით შეეცდებიან თავდასხმების განხორციელებას“.

მთავრობამ, მოქალაქეებს საზოგადოებრივ ადგილებში, მათ შორის რესტორნებსა და ბარებში სიფხიზლისკენ მოუწოდა.

აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არცერთ ჯგუფს ან პიროვნებას არ აუღია.