მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

75 ადამიანი დაიღუპა ეკვადორის ციხეებში დაპირისპირების შედეგად

ეკვადორი

ეკვადორის ციხეებში ბუნტი სამ საპატიმროში ერთდროულად მიმდინარეობდა. „the times of india“-ს ცნობით, არეულობის მიზეზი სხვადასხვა კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება იყო.  

იმყოფებიან დაშავებულები. დაჭრილთა შორის მცველებიც არიან.

ციხეების დირექტორმა ედმუნდო მონკაიომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დამატებით 800 სამართალდამცავი ეხმარებოდა დაწესებულებების კონტროლის აღდგენას. გვიან საღამოს შეტაკებების შემდეგ ტაქტიკური შენაერთების ასობით ოფიცერი იყო განლაგებული.

ბოლო წლების განმავლობაში სასიკვდილო არეულობა შედარებით ხშირად ხდებოდა ეკვადორში, რომლის ციხეები დაახლოებით 27,000 პატიმარზე იყო გათვლილი, მაგრამ მათში დაახლოებით 38,000 ცხოვრობდა.

პრეზიდენტმა ლენინ მორენომ გამოაქვეყნა განცხადება „ტვიტერში“, რომ მან დაავალა თავდაცვის სამინისტროს "ციხის გარე პერიმეტრზე იარაღზე, საბრძოლო მასალებსა და ასაფეთქებელ ნივთიერებზე მკაცრი კონტროლი" .

ციხის ხელმძღვანელობამ აღწერა სასტიკი ბრძოლები ორგანიზებულ დაჯგუფებებს შორის, რომ კლანები ციხიდან მართავენ თავიანთ კრიმინალურ საწარმოებს.

ქვეყნის ხელისუფლების ცნობით, ამ დროისთვის საპატიმროებზე კონტროლი აღდგენილია.