მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აღმოსავლეთ უკრაინაში ორი უკრაინელი სამხედრო დაიჭრა

სროლა აღმოსავლეთ უკრაინაში

აღმოსავლეთ უკრაინის დონეცკის ოლქში სეპარატისტების მხრიდან გახსნილი საარტილერიო ცეცხლის შედეგად ორი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება. 

ამ ინფორმაციის მიხედვით, პრორუსმა „ბოევიკებმა“ ცეცხლი გახსნეს 82 და 120 კალიბრიანი ნაღმმტყორცნებიდან, რაც მინსკის შეთანხმებებით აკრძალულია. ასევე ცეცხლი ყუმბარმტყორცნებიდან და ავტომატური იარაღიდან გახსნეს.

ცეცხლი პესკების, სტაროგნატოვკას, ავდეევკას და ვოდიანოვოს მახლობლად გაიხსნა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილი სამხედროების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს.

უკრაინულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებლებს აცნობეს.