მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 9-ჯერ დაარღვიეს

უკრაღმოსავლეთ უკრაინაში სროლააინაში სროლა

აღმოსავლეთ უკრაინაში ბოლო 24 საათში პრორუსმა სეპარატისტებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 9-ჯერ დაარღვიეს. ამის შესახებ „უნიანი“ იუწყება.

კერძოდ, ცეცხლი გაიხსნა 82 და 120 მმ-იანი ნაღმმტყორცნებიდან, ყუმბარმტყორცნებიდან, ქვეითთა საბრძოლო მანქანებიდან, ასევე მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებიდან და ავტომატური იარაღიდან. მოწინააღმდეგემ სნაიპერებიც გამოიყენა.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. უკრაინული ძალების მხრიდან არავინ დაშავებულა.