მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალბანეთის პარლამენტმა პრეზიდენტს იმპიჩმენტი გამოუცხადა

ალბანეთის პრეზიდენტი

ალბანეთის პარლამენტმა ქვეყნის პრეზიდენტს ილირუ მეტეს იმპიჩმენტი გამოუცხადა. ამის მიზეზი პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა გახდა. ამის შესახებ Aljazeera იუწყება.

იმპიჩმენტს 104-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი და მხოლოდ 7-მა წინააღმდეგ მისცა ხმა. ამის შემდეგ თანამდებობიდან მეტეს გადაყენების საკითხს საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს. ეს ქვეყნის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც პრეზიდენტი პარლამენტმა გადააყენა.

საპარლამენტო კომისიის მიერ ჩატარებული გამოძიების მიხედვით, ქვეყნის პრეზიდენტმა 2021 წლის საარჩევნო კამპანიის დროს მმართველი სოციალისტური პარტიის მიმართ მიკერძოებული იყო. ასევე დეპუტატების აზრით, ილირუ მეტეს მოქმედება ალბანეთში ძალადობას და არასტაბილურობას უწყობდა ხელს. თავად მეტე პარლამენტის გამოძიებას აკრიტიკებს და იმპიჩმენტს უკანონოს უწოდებს.