მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალბანეთში ამბოხის დროს ნაძვის ხე დაწვეს და საახალწლო ილუმინაციები გაანადგურეს

ალბანეთში დემოსტრანტებმა ნაძცის ხე დაწვეს

ალბანეთის დედაქალაქში, მას შემდეგ, რაც კომენდანტის საათის დარღვევის გამო სამართალდამცველებმა კაცი მოკლეს, გასაპროტესტებლად ასობით მომიტინგე გამოვიდა ტირანას ქუჩებში. 

ამბოხებულებმა პროტესტის ნიშნად ნაძვის ხე და საახალწლო ილუმინაციები გაანადგურეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დემონსტრანტებმა ცენტრალური ქუჩის გარდა, დედაქალაქის სხვა ქუჩებშიც გადაინაცვლეს.

აღსანიშნავია, რომ 25 წლის მამაკაცის მკვლელობის ბრალდებით პოლიციის ოფიცერი უკვე დააკავეს.