მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ალექსეი ნავალნის საქმეზე ხმას ავიმაღლებთ “ - ბაიდენი

ბაიდენის განცხადება იარაღზე

„ვუთხარი ბატონ პუტინს, რომ ამერიკა არ არის რუსეთის წინააღმდეგ ან ვინმეს პიროვნულად, ამერიკა მოქმედებს ამერიკის ხალხისთვის,“ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ბაიდენის თქმით, მას და პუტინს უნიკალური ვალდებულება აქვთ, ორ ძლიერ ქვეყანას შორის ურთიერთობა მართონ.

პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, აშშ-რუსეთს შორის ურთიერთობა უნდა იყოს სტაბილური და პროგნოზირებადი.

„ვიცი, რომ დიდი ყურადღება მიიპყრო ამ შეხვედრებმა. პირისპირ შეხვედრას ალტერნატივა არ აქვს. მე და ბატონ პუტინს გვაქვს უნიკალური ვალდებულება, რომ ორ ძლიერ ქვეყანას შორის ურთიერთობა ვმართოთ. ურთიერთობა უნდა იყოს როგორც სტაბილური, ასევე, პროგნოზირებადი.

უნდა შევძლოთ საერთო საკითხებზე თანამშრომლობა, რა თქმა უნდა, განსხვავებები, რომელიც გვაქვს ბატონ პუტინს ესმის რატომ ვამბობ და რას ვამბობ და რატომ ვაკეთებ, რასაც ვაკეთებ. როგორი რეაგირება გვექნება კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც ეწინააღმდეგება ამერიკის ინტერესებს. ვუთხარი ბატონ პუტინს, რომ ამერიკა არ არის რუსეთის წინააღმდეგ ან ვინმეს პიროვნულად, ამერიკა მოქმედებს ამერიკის ხალხისთვის, იბრძვის კოვიდპანდემიის წინააღმდეგ, ეკონომიკის აღდგენისათვის.

ვმუშაობთ ალიანსის წევრ ქვეყნებთან, ჩვენს მეგობრებთან რომ დავიცვათ ამერიკელი ხალხი. ეს ჩემი ვალდებულებაა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის. ასევე, ვუთხარი, რომ ამერიკის პრეზიდენტი ვერ შეინარჩუნებს ამერიკელი ხალხის რწმენას თუკი არ დაიცავს დემოკრატიულ ღირებულებებს, ფუნდამენტურ თავისუფლებას, რომელიც ყველა ჩვენს მოქალაქეს აქვს. ადამიანის უფლებები ყოველთვის იქნება მოლაპარაკების მაგიდაზე, ეს არ ეხება მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ წასვლას, როდესაც ადამიანის უფლებები არის შელახული.

როგორ შეიძლება დავრჩე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად და ხმა არ ამოვიღო ადამიანის უფლებების დარღვევაზე. ჩემგან ბატონ პუტინს სმენია და კიდევაც გავიმეორებ, ჩვენი იდეა არ არის მთავრობას შევეწინააღმდეგოთ, ჩვენ თანდაყოლილად ბოძებული გვაქვს ეს უფლებები და ამიტომაც ხმას ავიმაღლებთ ალექსეი ნავალნის საქმეზე. ნათლად ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, რომ გავაგრძელებთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე საუბარს. ამას ჩვენი ხალხის წინაშე ვიღებთ ვალდებულების სახით“, - აღნიშნა ბაიდენმა.

ინფორმაციისთვის, შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა გაიმართა. პუტინისა და ბაიდენის შეხვედრა 2 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პუტინმა შეხვედრის შემდეგ მედიას განუცხადა, რომ არანაირი მტრული დამოკიდებულება არ ყოფილა.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „პრეზიდენტი ბაიდენი გამოცდილი პირია“ - პუტინი

🔴 „საკითხს გაკვრით შევეხეთ, აქ არაფერია განსახილველი“ - პუტინი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებაზე