მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი: აზერბაიჯანული გაზი უკვე ევროპაშია

ალიევი ევროპის გაზზე

"აზერბაიჯანის გაზი უკვე ევროპაშია, ეს ისტორიული მიღწევაა". ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა. ინფორმაციას Report.az ავრცელებს. 

„სამხრეთის გაზის დერეფანი ექსპლუატაციაში შევიდა. მისი ბოლო ეტაპის მშენებლობაც დასრულებულია. ეს ისტორიაში პირველად მოხდა“ - განაცხადა ალიევმა.

სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის - „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისგან შედგება.

Trans-Adriatik — მილსადენი, რომელიც აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის გავლით განახორციელებს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას სამხრეთ იტალიაში.

პროექტის აქციონერებია: ბრიტანული ნავთობის კომპანია British Petrolium (20%), აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია SOCAR (20%), იტალიური კომპანია Snam (20%), ბელგიური კომპანია Fluxys (19%), ესპანური კომპანია Enagás (16%) და შვეიცარული კომპანია Axpo (5%). პროექტის დეველოპერები არიან შვეიცარიული EGL (შემდგომში Axpo), ნორვეგიული Statoil და გერმანული E.ON Ruhrgas.

გაზსადენი TAP ბულგარეთის მთელი ბუნებრივი აირის საჭიროების 33%-ს, საბერძნეთის 20%-ს და იტალიის 10,5%-ს უზრუნველყოფს.

იხილეთ აგრეთვე:

🚩 გახარია: შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში გაზის მიწოდება დაიწყო

🚩 2024 წლის ბოლოს საქართველოს გაზიფიცირების მაჩვენებელი 90%-ზე მეტი იქნება - გახარია