მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი: მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი წარსულს ჩაბარდა, მომავალზე უნდა ვიფიქროთ

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი

„ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩვენი რეგიონის შემდგომი მდგრადი და უსაფრთხო განვითარების უზრუნველსაყოფად“,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და სომხეთის პრემიერ- მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას კი, report.az ავრცელებს. 

„ცეცხლის შეწყვეტიდან ორი თვე გავიდა. ის, რომ მოსკოვში შეიკრიბნენ ლიდერები, რომლებმაც 9 ნოემბერს მოაწერეს ხელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, აჩვენებს, რომ ჩვენ შედეგზე ვართ ორიენტირებულები.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ერთ-ერთი საკითხი იყო სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენა. ამ სფეროს შეუძლია დიდი დინამიკა მოუტანოს რეგიონის განვითარებას და გააძლიეროს უსაფრთხოება, რადგან აზერბაიჯანის, სომხეთის, რუსეთის ხალხებს შორის სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა ეს მეზობლების ინტერესებში შედის და დარწმუნებული ვარ, რომ მეზობელი ქვეყნებიც აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას სატრანსპორტო დერეფნების და სატრანსპორტო არტერიების მრავალფეროვანი ქსელის შექმნაში. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საქმიანობის სფეროები, რომლებიც ეფექტური და შედეგზეა ორიენტირებული მოკლევადიან პერიოდში.

რუსეთის სამშვიდობო მისია ეფექტურად ასრულებს თავის საქმეს და ბოლო ორი თვის განმავლობაში სერიოზული შეშფოთება არ ყოფილა, მცირე ინციდენტების გამოკლებით. ეს ყველაფერი გვარწმუნებს, რომ, როგორც ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა თქვა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი წარსულს ჩაბარდა და ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე, როგორ ვიცხოვროთ მეზობლებად, როგორ ვიმუშაოთ სატრანსპორტო არტერიების გასახსნელად და გავაძლიეროთ რეგიონალური სტაბილურობა და უსაფრთხოება“,- აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 2020 წლის 27 სექტემბერს დაიწყო და 10 ნოემბერს დასრულდა. მას შემდეგ რეგიონში რამდენიმე ლოკალური შეტაკების გარდა მასშტაბური ბრძოლა არ მომხდარა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

ალიევმა, პუტინმა და ფაშინიანმა ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი