მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევმა და ერდოღანმა ყარაბაღის მიმდებარედ ფიზულის საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს

ალიევი და ერდოღანი ფიზულის აეროპორტის გახსნაზე

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მთიანი ყარაბაღის მახლობლად მდებარე ქალაქ ფიზულიში საერთაშორისო აეროპორტი გახსნეს. ამის შესახებ Report.az იუწყება.

ერდოღანი ფუზულიში სწორედ აეროპორტის გაზსნის ცერომონიაში მონაწილეობისთვის ჩავიდა. მასთან ერთად დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ და მინისტრთა კაბინეტის წევრები შედიან.

ფიზულის აეროპორტი მოკლე პერიოდში იმ ტერიტორიაზე აშენდა, რომელსაც 2020 წლამდე სომხური შენაერთები აკონტროლებდნენ. ალიევი და ერდოღანი, ასევე, საძირკველს ჩაუყრიან ახალ ავტომაგისტრალს და ზანგილანის რაიონში „ჭკვიანი აგროპარკის“ მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღებენ მონაწილეობას. პარკი თურქეთის დახმარებით აშენდება.

პრეზიდენტების შეხვედრაზე ორმხრივი აზერბაიჯან-თურქეთის ურთიერთობები იქნება განხილული.

იხილეთა აგრეთვე:

🔴 „დიპლომატებმა სერიოზული გაკვეთილი მიიღეს“ - ერდოღანმა ელჩების გაძევება გადაიფიქრა