მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევმა ყარაბაღის აღორძინების ფონდი შექმნა

ალიევმა ყარაბაღის ფონდი შექმნა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მთიანი ყარაბაღის აღორძინების ფონდის შექმნის ბრძანებულებას ხელი მოაწერა. ამის შესახებ Report.az იუწყება. 

ბრძანებულებაში აღნიშნულია, რომ ფონდმა გათავისუფლებული ტერიტორიების აღდგენა და ამ მხრივ სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსება უნდა უზრუნველყოს.

დოკუმენტის მიხედვით, ფონდი კერძო შემოწირულობებით, გრანტებით და სხვა წყაროებით შეივსება. მას სამი პირისგან შემდგარი მმართველობა და სამეურვეო საბჭო უხელმძღვანელებს.

საბჭოში მთავრობის, პარლამენტის წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები შევლენ.

იხილეთ აგრეთვე:

🔱 ალიევი: ყარაბაღს სამოთხედ გადავაქცევთ

🔱 ილჰამ ალიევი: ერევნის რაიონი ჩვენი მიწაა