მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალმათის მკვიდრმა სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა - არის მსხვერპლი

სროლა ყაზახეთში

ყაზახეთის ქალაქ ალმათიში პირმა, რომლის კერძო სახლიდან გამოსახლება იგეგმებოდა, ცეცხლი გახსნა და 5 ადამიანი მოკლა. ამის შესახებ BBC იუწყება.

კაცმა ცეცხლი სანადირო თოფიდან გახსნა. დაღუპულთა შორის ყაზახეთის პოლიციის ორი ოფიცერია. არიან დაჭრილებიც. კაცი, რომელმაც ცეცხლი გახსნა, დაკავებულია.

ცნობისთვის, მსგავსი შემთხვევა 2021 წლის ივნისში რუსეთის ქალაქ სოჭში მოხდა, მაშინ კაცმა, რომლის გამოსახლებას ბინიდან ცდილობდნენ, ასევე, სანადირო თოფიდან ცეცხლი გახსნა და აღსრულების სამსახურის ორი თანამშრომელი მოკლა.