მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფრიკული შტამის მიმართ ნოვავაქსის ვაქცინის ეფექტიანობა 51%-ს შეადგენს - კვლევა

ნოვავაქსის ეფექტიანობა

კვლევის მიხედვით, COVID19-ის საწინააღმდეგო ნოვავაქსის ვაქცინის ეფექტიანობა სამხრეთ აფრიკული შტამის მიმართ 51%-ს შეადგენს. ამის შესახებ Reuters იუწყება.

ამჟამად ნოვავაქსი, ისევე როგორც ვაქცინების მწარმოებელი სხვა კომპანიები, ახალი შტამების მიმართ ვაქცინების ეფექტიანობას სწავლობენ. კვლევებში 2 700 ადამიანი მონაწილეობდა. მათი საშუალო ასაკი 32 წელს შეადგენდა.

კვლევებმა ასევე დაადგინა, რომ ვაქცინა ადამიანის იმუნოდეფიციტის სინდრომის (AIDS) მქონე პირთა მიმართ ნაკლებად ეფექტიანია. კვლევას დიდი მნიშვნელობა აქვს სამხრეთ აფრიკის შემთხვევაში, სადაც იმუნოდეფიციტის სინდრომის საკმაოდ ბევრი ფაქტი დაფიქსირდა.