მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი! შედით დაცულ ოთახში“ - საქართველოს საელჩო ისრაელში განცხადებას ავრცელებს

საელჩო ისრაელში

საქართველოს საელჩო ისრაელში საქართველოს მოქალაქეებს „ჰამასის“ სარაკეტო დარტყმების სამიზნე ქალაქების შესახებ ინფორმაციას აწვდის და მოუწოდებს, არ დატოვონ საცხოვრებელი ადგილი.

გავრცელებული მუქარის თანახმად, თავდასხმები ინტენსიურად ამ ქალაქებზე განხორციელდება. არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი! შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს – კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში.

„განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოგიწოდებთ შემდეგ ქალაქებში მცხოვრებ მოქალაქეებს: აშკელონი, რიშონ ლეციონი, აშდოდი, ხოლონი, ბათ იამი, თელ ავივი, ჰერცელია, რამათ განი, გივატაიმი, ბნეიბრაკი, (სრულად ქვეყნის ცენტრის), ბეერშევა ნეტივოტი, ნეთანია.

გავრცელებული მუქარის თანახმად, თავდასხმები ინტენსიურად ამ ქალაქებზე განხორციელდება. არ დატოვოთ საცხოვრებელი ადგილი! შედით დაცულ ოთახში. თუ ასეთი არ არსებობს – კიბის შიდა უჯრედში ან თავშესაფარში.

შეინარჩუნეთ სიმშვიდე.

ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ გაფრთხილების და მოწოდების მიუხედავად, ჩვენი მოქალაქეების ნაწილი მაინც არ იკავებს თავს გარე პერიმეტრზე გასვლისგან!

დაბეჯითებით გაფრთხილებთ, ვითარება არის სერიოზულად მძიმე და არაპროგნოზირებადი. მოგიწოდებთ, დაიცვათ უსაფრთხოების ზომები“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.

„ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელის ცენტრალური ნაწილის, მათ შორის თელ-ავივის, დაბომბვა დაიწყო.

ათობით დასახლებულ პუნქტში ჩართულია საგანგაშო სირენები, რომლითაც მოსახლეობას სარაკეტო შეტევის შესახებ აფრთხილებენ და თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდებენ.