მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„არანაირი მტრული განწყობა არ გვქონია“ - პუტინი ბაიდენთან შეხვედრაზე

პუტინი ბრიფინგზე

„დისკუსია იყო ძალიან კონსტრუქციული“, - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამერიკელ კოლეგასთან პირისპირ შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

კრემლის ლიდერის თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთზე დაკისრებულია უმნიშვნელოვანესი როლი მსოფლიოს სტრატეგიულ მდგრადობაზე.

ჩვენ ვართ ყველაზე დიდი ბირთვული სახელმწიფოები, როგორც მიწოდების, ასევე, შეიარაღების ზოგად ჭრილში. ჩვენ, რა თქმა უნდა, გათავისებული გვაქვს ეს პასუხისმგებლობა. მგონი ყველასთვის ნათელია ის ფაქტი, რომ ბატონმა ბაიდენმა გადაწყვეტილება მიიღო 2024 წლამდე ამ შეთანხმების გაგრძელებაზე. საკითხი დგას იმაზე, თუ როგორ განვითარდება ვითარება სამომავლოდ. უწყებათაშორისი მოლაპარაკებები გაგრძელდება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით.

პირველი - შეხვედრის საერთო შეფასება, მივიჩნევ, რომ არანაირი მტრული განწყობა ჩვენ არ გვქონია. ჩვენი შეხვედრა პრინციპული ხასიათის იყო. რა თქმა უნდა, ჩვენი შეფასებები განსხვავებულია, მაგრამ ორივემ ვაჩვენეთ სურვილი ურთიერთგაგების, ისევე, როგორც პოზიციების დაახლოების მზაობა. დისკუსია იყო ძალიან კონსტრუქციული“, - განაცხადა პუტინმა.

რაც შეეხება კიბერუსაფრთხოებას, პუტინის თქმით, კიბერდანაშაულების უმრავლესობა მთელ მსოფლიოში ხორციელდება ამერიკის კიბერსივრციდან.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ დავიწყებთ ამ საკითხზე კონსულტაციებს. რაც შეეხება იმას, ვინ რა ვალდებულებას აიღებს საკუთარ თავზე, ეს საკითხები საკმაოდ ცნობილია, მაგრამ შესაბამისად არ არის მიწოდებული საზოგადოებისთვის. ამერიკის წყაროებიდან ცნობილია, რომ კიბერდანაშაულების უმრავლესობა მთელ მსოფლიოში ხორციელდება ამერიკის კიბერსივრციდან. მეორე ადგილზეა კანადა და შემდეგ უკვე ლათინური ამერიკა. რუსეთი ამ ქვეყნების ნუსხაში არ არის შესული“, - დასძინა პუტინმა.

ინფორმაციისთვის, ჟენევაში კრემლისა და თეთრი სახლის ლიდერების პირისპირ შეხვედრა გაიმართა.