მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არჩევნებამდე ტრამპი ირანის მთავარ ბირთვულ ობიექტზე თავდასხმას განიხილავდა

თეთრი სახლი

პრეზიდენტობის ვადის დასრულებამდე ორი თვით ადრე, ტრამპი უშიშროების საბჭოსთან ირანის მთავარ ბირთვულ ობიექტზე თავდასხმის ვარიანტებს განიხილავდა. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ოფიციალური სპიკერის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტრამპმა აღნიშნული საკითხი სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოს უმაღლესი თანამდებობების პირებთან დააყენა, რომელთა შორის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, თავდაცვის ახალი მდივნის მოვალეობის შემსრულებელი კრისტოფერ მილერი და გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი მარკ მილი იყვნენ.

გამოცემის თანახმად, საბოლოოდ, ტრამპმა ამგვარი დრამატული გადაწყვეტილების მიღებაზე უარი თქვა.

👉 შეგახსენებთ, რომ აშშ-ში 3 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი ჯოზეფ ბაიდენთან დამარცხდა.

👉 თავდაპირველად ტრამპი არჩევნების შედეგებს არ ცნობდა, თუმცა 15 ნოემბერს მან ბაიდენის გამარჯვება აღიარა.