მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

არგენტინაში პასპორტში სქესი სურვილის მიხედვით ჩაიწერება

არგენტინაში ნეიტრალური გენდერი პასპორტში

არგენტინაში პასპორტში სქესის ჩაწერა სავალდებულო აღარ იქნება. ახლა ადამიანები სურვილის შემთხვევაში სქესის ადგილას «X»-ის ჩაწერას შეძლებენ. ამის შესახებ france24.com იუწყება.

არგენტინა ლათინური ამერიკის პირველი ქვეყანაა, სადაც მსგავსი გადაწყვეტილება იყო მიღებული.

შესაბამის გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ «X» სტატუსი შეიძლება აღნიშნავდეს როგორც გენდერულად ჩამოუყალიბებელ ადამიანს, ასევე, „სხვა მნიშვნელობას, რაც ადამიანის იდენტიფიკაციის დროს გამოიყენება, მაგრამ არ გულისხმობს ქალს/კაცს“.

„სახელმწიფომ თავის მოქალაქეებს სქესი არ უნდა დაუდგინოს. ქალის და კაცის გენდერული იდენტურობის გარდა სხვაც არსებობს და მას პატივი უნდა ვცეთ“, - განაცხადა არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა.

ანალოგიური გადაწყვეტილება მანამდე კანადამ, ავსტრალიამ და ახალმა ზელანდიამ მიიღეს. 2010 წელს არგენტინაში ერთსქესიანთა ქორწინება იყო ლეგალიზებული.