მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-მა ავღანეთში თალიბებზე ავიადარტყმები განახორციელა

თალიბების დაბომბვა

ამერიკულმა ავიაციამ ავღანეთში რადიკალური დაჯგუფება „თალიბანის“ „ბოევიკებზე“ რამდენიმე ძლიერი ავიადარტყმა განახორციელა. ამის შესახებ nytimes.com იუწყება.

ავიაიერიშები სხვა რეგიონებთან ერთად ყანდაარის პროვინციაშიც განხორციელდა, რომელიც თალიბების ერთ-ერთ მთავარ დასაყრდენად ითვლება. ავიაიერიშების დროს დიდ რაოდენობით საბრძოლო ტექნიკაა განადგურებული, მათ შორის არტილერია, რომელიც „თალიბანმა“ სამთავრობო ძალებზე შეტევის დროს ხელში ჩაიგდო.

გამოცემა WSJ იუწყება, რომ წინა თვეებთან შედარებით ამერიკულმა ძალებმა თალიბების წინააღმდეგ ოპერაციები მნიშვნელოვნად გააძლიერეს. ეს რადიკალური დაჯგუფების გააქტიურების საპასუხოდ მოხდა, რომელმაც ავღანეთის რამდენიმე რაიონი დაიკავა და შეტევას განაგრძობს. თავის მხრივ, „თალიბანის“ წარმომადგენელმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ აშშ-ის ეს ქმედება შეთანხმების დარღვევაა და „მას ნეგატიური შედეგები მოჰყვება“.

ამჟამად ავღანეთიდან ნატოს და აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაყვანის პროცესი მიმდინარეობს. ეს პროცესი 11 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს.