მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ რუსეთს უკრაინაზე მორიგი შეტევის შესაძლებლობას არ მისცემს - სააკაშვილი

სააკაშვილი

რუსეთი აუცილებლად შეეცდება უკრაინის წინააღმდეგ მორიგი სამხედრო ოპერაციის განხორციელებას, მაგრამ აშშ მოსკოვს ამის საშუალებას არ მისცემს. ამის თაობაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „უკრაინა-24“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, პენტაგონმა უკრაინის დაცვის გეგმა უკვე შეიმუშავა და მას ახორციელებს. სააკაშვილი ამბობს, რომ რუსეთს სურს ოდესის და ხერსონის პორტების ბლოკირება, რათა უკრაინამ შავ ზღვაზე გასვლა ფაქტობრივად დაკარგოს.

„რუსეთის ერთ-ერთ გეგმაში „ზმეინის“ კუნძულის დაკავება შედის. ამის შედეგად კი ოდესის, ჩერნომორსკის, ხერსონის და სხვა პორტების ბლოკირება მოხდება. მანამდე რუსეთმა ეს მარიუპოლის პორტთან დაკავშირებით გააკეთა, როდესაც უკრაინას ქერჩის სრუტით გადაადგილება ჩაუკეტა. ამიტომ ამერიკელებმა შეიმუშავეს კონკრეტული გეგმა, პირველად ისტორიაში შავ ზღვაზე აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავები მუდმივად დაფრინავენ. იგივეს აშშ ბალტიის ქვეყნებთან მიმართებით ახორციელებს, მაგრამ ის ქვეყნები ნატოში შედიან. ასევე პენტაგონმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ მისი გემები მუდმივად იქნება შავ ზღვაზე წარმოდგენილი. ამაში ბრიტანეთის და ნიდერლანდების ფლოტიც მონაწილეობს. ამერიკელები გეგმავენ უკრაინისთვის ორი სწრაფმავალი ხომალდის გადაცემასაც. ისინი ისეთი სარაკეტო იარაღით იქნება აღჭურვილი, რისი მსგავსი უკრაინას დღეს არ გააჩნია. არსებობს რუსული შესაძლო აგრესიის მოგერიების კონკრეტული გეგმა, რაც აქამდე აშშ-ს არ ჰქონია. უკრაინა დასავლეთისთვის არის ისეთი ხაზი, რისი დათმობაც არ შეიძლება“ - განაცხადა სააკაშვილმა.

სააკაშვილის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მორიგი აგრესიის განხორციელებას სექტემბერში შეცდება, როდესაც მოსკოვი კვლავ მასშტაბური წვრთნების ჩატარებას გეგმავს.

იხილეთ აგრეთვე:

🔅 „ზელენსკის თვითმფრინავი გამოფრინდა მას შემდეგ, რაც დაკავებული უკრაინელი მეზღვაურები შეიწყალეს“ - მიხეილ სააკაშვილი