მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ის არმიის ავღანელ თარჯიმანს თალიბებმა თავი მოჰკვეთეს

არმიის ავღანელი თარჯიმანი მოკლეს

ავღანეთში თალიბებმა ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ავღანელი თარჯიმანი მოკლეს. ინფორმაციას CNN -ი ავრცელებს.

32 წლის სოჰაილ პარდისი ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მდებარე სახლიდან რამადანის დღესასწაულზე პროვინციაში მანქანით მიემგზავრებოდა.

თალიბებმა ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, თარჯიმანი ავტომობილიდან გადაიყვანეს და მოკლეს.

ავღანეთში საერთაშორისო კოალიციის ძალების გაყვანის პროცესის დაწყების შემდეგ სამთავრობო ძალების წარმომადგენლებსა და თალიბებს შორის ძალადობის ფაქტებმა მნიშვნელოვნად იმატა. თალიბანის მტკიცებით, ამ დროისთვის ქვეყნის ტერიტორიის 85%-ზე მეტს აკონტროლებენ.

„თქვენ ამერიკელების თვალები ხართ და ურწმუნოები, მოგკლავთ თქვენ და თქვენს ოჯახებსო“, - აცხადებს დაღუპული თარჯიმნის მეგობარი.

პარდისს დარჩა 9 წლის ქალიშვილი. თარჯიმნის ძმის განცხადებით, მისმა ოჯახის წევრებმა უსაფრთხოებისათვის უნდა დატოვონ საკუთარი სახლი ქაბულში, იმის შიშით, რომ შემდეგში ისინი არ გახდნენ სამიზნეები.