მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში 8 ნოემბრიდან ფაიზერით, ასტრაზენეკით, ასევე სინოფარმით და სინოვაკით აცრილი პირები ჩასვლას შეძლებენ

აშშ საზღვრებს ხსნის

აშშ 8 ნოემბრის შემდეგ სრულად ვაქცინირებული 33 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის. ამის შესახებ BBC იუწყება.

ვაქცინა უნდა იყოს აღიარებული აშშ-ის პროდუქტების და მედიკამენტების ზედამხედველობის სამმართველოს, ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ში რეგისტრირებული ფაიზერის და ასტრაზენეკის გარდა, შეერთებულ შტატებში ჩასვლას ასევე სინოფარმით და სინოვაკით აცრილი პირები შეძლებენ.

ვაქცინის გარდა, აშშ-ში მოგზაურობის მსურველებს კორონავირუსზე PCR ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა ჰქონდეთ, რომელიც 72 საათის განმავლობაში მოქმედებს. კარანტინი ან იზოლაცია გათვალისწინებული არ არის.

ახალი წესები შენგენის ზონის 26 ქვეყანასთან, ასევე დიდ ბრიტანეთთან, ბრაზილიასთან, ჩინეთთან, ინდოეთთან, ირანთან, ირლანდიასთან და სამხრეთ აფრიკასთან დაკავშირებით იმოქმედებს.

რამდენიმე დღის წინ აშშ-მა სახმელეთო საზღვრებზეც სრულად ვაქცინირებული პირებისთვის შეზღუდვები გააუქმა, რაც აქამდე მექსიკის და კანადის საზღვარზე მოქმედებდა. ამასთანავე, არავაქცინირებულ ადამიანებს სახმელეთო საზღვრის გადაკვეთა კვლავ აკრძალული ექნებათ.