მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში მაღაზიაში გასაყიდი ქათმების 99%-ში „თეთრი ზოლების“ დაავადება აღმოჩნდა (ფოტო)

ქათმის პროდუქტი ამერიკაში

აშშ-ში ჰუმანური ლიგის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, მაღაზიებში გასაყიდი ქათმების 99%-ს ფრინველის კუნთის დაავადება აქვს, რომელიც „თეთრი ზოლების“ სახელით არის ცნობილი. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

ცხოველთა დაცვის არაკომერციულმა ორგანიზაციამ კვლევა 29 შტატში ჩაატარა. სპეციალისტების ცნობით, დაავადება გამოწვეულია ინდუსტრიული მეცხოველეობის ექსტრემალური პირობებით, რაც ფრინველის ზრდის პროცესს რამდენიმე კვირამდე აჩქარებს და ხორცზე დატვირთვა იზრდება.

დაავადების სახელი მისი თვალსაჩინო გვერდითი ეფექტიდან მომდინარეობს: თხელი თეთრი ზოლები, რომლებიც ხორცის ზედაპირზე ჩნდება. ვინაიდან ქათმებს არ შეუძლიათ საკუთარი სხეულის წონის ატანა, დაავადება აიძულებს ფრინველებს კუნთების ქსოვილი ცხიმით შეცვალონ. შედეგად, თეთრი ზოლების მქონე წიწილებს 224%-ით მეტი ცხიმის შემცველობა აქვთ, ვიდრე დაავადების გარეშე. დაავადება, ასევე, ამცირებს ხორცის ცილის შემცველობას 9%-ით. თუმცა, დაავადებულ ხორცს ისეთივე გემო აქვს, როგორც ჩვეულებრივ ქათამს.

„მომხმარებლებს ახლა ნამდვილად არ აქვთ არჩევანი და ეს იმედგაცრუებაა. თუ გსურთ თავი აარიდოთ ქათამს თეთრი ზოლებით, ისინი უბრალოდ არ გთავაზობენ მას”, - აღნიშნა მაიკლ ვინდსორმა, ჰუმანური ლიგის კორპორაციული პროექტის მენეჯერმა.