მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ-ში მოზარდებისთვის ვაქცინა დაარეგისტრირეს

ფაიზერი მოზარდებისთვის

ამერიკის შეერთებულ შტატებში 12-15 წლის მოზარდებისთვის კომპანია Pfizer-ის ვაქცინა დაარეგისტრირეს. ამის შესახებ BBC იუწყება.

ამერიკის სანიტარიული კონტროლის და საკვები პროდუქტების ხარისხის სამმართველოს ინფორმაციით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია Covid 19-ის პანდემიის დასრულების საკითხში.

კლინიკურ კვლევებში 12-15 წლის 2260 მოზარდი მონაწილეობდა. აშშ-ის ზედამხედველობის სამსახური აცხადებს, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და მასთან დაკავშირებით ყველა აუცილებელი კვლევა ჩატარდა.