მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აშშ უკრაინას რუსული გაზსადენის საკითხზე დუმილისკენ მოუწოდებს

ჩრდილოეთის ნაკადი 2

რუსეთ-გერმანიის სადავო მილსადენთან დაკავშირებით ბერლინთან დაძაბული მოლაპარაკებების დროს, ბაიდენის ადმინისტრაცია მეგობარ უკრაინას დუმილისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, უკრაინა ამ ფაქტით უკმაყოფილოა.

აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ უარი თქვეს პროექტის შეჩერებაზე, რომელიც ცნობილია Nord Stream 2-ის მილსადენის სახელით და ახლა ცდილობენ ზარალი გერმანიასთან გარიგების გაფორმებით აინაზღაურონ.

„პოლიტიკოს“ ინფორმაციით, აშშ-მ უკრაინას განუმარტა, რომ თუ ის პროექტის კრიტიკას გააგრძელებს, გერმანიასთან მოლაპარაკების პროცესს დააზიანებს.

ოფიციალურმა პირებმა ასევე მოუწოდეს უკრაინელებს, კონგრესთან არ განიხილონ აშშ-სა და გერმანიის პოტენციური გეგმები.

Nord Stream 2 რუსეთიდან გერმანიაში ბუნებრივი აირის ექსპორტს უზრუნველყოფს და მოსკოვისთვის დიდ სარგებელს წარმოადგენს. მეორე მხრივ კი ეს პროექტი მნიშვნელოვნად დააზარალებს უკრაინას და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, აშშ და გერმანია აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, თუ როგორ შეუმცირონ უკრაინას დანახარჯები და უზრუნველყონ ევროპის ენერგოუსაფრთხოება.