მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანის ვადა არ შეიცვლება - G7

G7 შეხვედრის შედეგი

„დიდი შვიდეულის“ შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ავღანეთიდან ამერიკული ჯარის გაყვანის ბოლო ვადა არ შეიცვლება. ავღანეთი ბოლო ამერიკელმა ჯარისკაცმა 31 აგვისტოს უნდა დატოვოს. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ იუწყება.

განცხადება G7-ის ონლაინ-შეხვედრის დასრულების შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გააკეთა. მანამდე ანალოგიური განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააკეთა. ასეთი იყო პენტაგონის რეკომენდაცია - აშშ-ის თავდაცვის უწყება 31 აგვისტოს შემდეგ ქაბულის აეროპორტში ამერიკელ სამხედროებს უსაფრთხოების გარანტიას ვერ მისცემს.

ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ აშშ, ბრიტანეთი და მოკავშირეები თალიბებს მოსთხოვენ, რომ 31 აგვისტოს შემდეგაც მათ ქაბულის აეროპორტში ყველა მსურველს მისვლის უფლება მისცენ. თუმცა უცნობია, თუ როგორ აპირებენ დასავლეთის ქვეყნები ამის უზრუნველყოფას. „თალიბანის" წარმომადგენლებმა უკვე განაცხადეს, რომ 31 აგვისტოს შემდეგ ქაბულის აეროპორტში ავღანელებს აღარ შეუშვებენ და ამის შესაძლებლობა მხოლოდ უცხოელებს ექნებათ.