მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთიდან ევაკუირებულმა ორსულმა თვითმფრინავში იმშობიარა

ავღანეთიდან ევაკუირებულმა ქალმა თვითმფრინავში იმშობიარა

ავღანეთიდან აშშ-ის სამხედროების დახმარებით ევაკუირებულმა ორსულმა თვითმფრინავში იმშობიარა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

ქალმა ბავშვი მაშინ გააჩინა, როცა თვითმფრინავი გერმანიის საჰაერო სივრცეში იმყოფებოდა.

რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დაშვების შემდეგ დედასა და ახალშობილს დახმარება სამედიცინო პერსონალმა აღმოუჩინა.

შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს „თალიბანი“ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შევიდა. ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა.

ამ დროისთვის ავღანეთიდან ათეულობით ათასი ადამიანია ევაკუირებული. მათ შორის საქართველოს 23 მოქალაქეა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

⭕ პუტინი და ერდოღანი შეთანხმდნენ გააძლიერონ კოორდინაცია ავღანეთის საკითხებში - კრემლი

⭕ „თალიბანი“ ავღანეთის მთავრობის ახალ სტრუქტურას რამდენიმე კვირაში წარადგენს

⭕ საქართველოს 16 მოქალაქე ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა