მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთის დატოვების მცდელობისას სულ მცირე 20 ადამიანია დაღუპული

ავღანეთის დატოვების მცდელობისას ქაბულის აეროპორტი

ნატოს ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ავღანეთის დატოვების მცდელობისას ქაბულის აეროპორტსა და მის შემოგარენში, სულ მცირე, 20 ადამიანია დაღუპული.

„ქაბულის აეროპორტში შექმნილი კრიზისი მწუხარებას იწვევს. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მალე მოხდეს ყველა მსურველის ევაკუაცია.

ჩვენი ძალები ინარჩუნებენ მკაცრ დისტანციას ქაბულის აეროპორტის გარე ტერიტორიებიდან, რათა თავიდან აიცილონ თალიბანთან რაიმე შეტაკება“, - განაცხადა ნატოს წარმომადგენელმა.

შეგახსენებთ, რომ 15 აგვისტოს „თალიბანი“ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შევიდა. ავღანეთის პრეზიდენტმა ქვეყანა დატოვა.

ამ დროისთვის ავღანეთიდან ათეულობით ათასი ადამიანია ევაკუირებული. მათ შორის საქართველოს 23 მოქალაქეა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

„თალიბანი“ ავღანეთის მთავრობის ახალ სტრუქტურას რამდენიმე კვირაში წარადგენს

⭕ ავღანეთიდან ევაკუირებულმა ორსულმა თვითმფრინავში იმშობიარა

⭕ თალიბანის მოწინააღმდეგე ძალებმა ავღანეთის ჩრდილოეთით სამი უბანი დაიკავეს