მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„ავღანეთში ეკონომიკური კრიზისი ტერორისტებისთვის საჩუქარი იქნება“ - ანტონიო გუტერეში

„ავღანეთში ეკონომიკური კრიზისი ტერორისტებისთვის საჩუქარი იქნება“

„ავღანეთში ეკონომიკური კრიზისი ტერორისტებისთვის საჩუქარი იქნება“, - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.

„ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზები ისეთი სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, რომელიც კატასტროფული იქნება ხალხისთვის. თავიდან უნდა ავიცილოთ არასტაბილურობის წყარო, რომელიც საჩუქარი იქნება ტერორისტული ჯგუფებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ მოქმედებენ“, - აღნიშნა გაეროს გენერალურმა მდივანმა.

ავღანეთის ცენტრალური ბანკის 10 მილიარდი დოლარის ქონება გაყინულია თალიბანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ.

გაერო მუშაობს იმისთვის, რომ გააგრძელოს ჰუმანიტარული საქმიანობა ავღანეთში, სადაც სულ მცირე 18 მილიონ ადამიანს - ქვეყნის მოსახლეობის ნახევარს - უკვე სჭირდება დახმარება.

„ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ თალიბანთან“, - დასძინა გუტერეშმა.