მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში ქალებს მამაკაცებთან ერთად მუშაობა ეკრძალება

ავღანეთში  ქალებს მამაკაცებთან ერთად მუშაობა ეკრძალებათ

ავღანელ ქალებს არ მიეცემათ საშუალება მამაკაცებთან ერთად იმუშაონ, - ამის შესახებ „თალიბანის“ მაღალჩინოსანმა, ვაჰიდულა ჰაშიმიმ განაცხადა.

თალიბანი ქალებს აუკრძალავს - სამთავრობო ოფისებში, ბანკებში, მედიაში დასაქმებას.

ვაჰიდულა ჰაშიმი, რომელიც ახლოსაა ხელმძღვანელობასთან აცხადებს, რომ ჯგუფი სრულად განახორციელებს შარიათის კანონს, მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლისა, რომ ქალებს მიეცეთ უფლება იმუშაონ სადაც უნდათ.

„ჩვენ თითქმის 40 წელი ვიბრძოდით ავღანეთში შარიათის კანონის სისტემის დასაწესებლად. შარიათის კანონი არ აძლევს ქალებსა და მამაკაცებს ერთად შეკრებისა და ერთი სახურავის ქვეშ ჰყოფნის უფლებას. ქალებსა და მამაკაცებს არ შეუძლიათ ერთად მუშაობა. ეს გასაგებია. მათ არ აქვთ უფლება მოვიდნენ ჩვენს ოფისებში და ჩვენს სამინისტროებში იმუშაონ“, - განაცხადა ვაჰიდულა ჰაშიმიმ.

„თალიბანმა“ შარიდ რაბანის უნივერსიტეტში გამართულ ყრილობაზე განაცხადა, რომ ავღანეთის უნივერსიტეტებში ჯგუფები სტუდენტების სქესის მიხედვით დაიყოფა და ჩაცმის ახალი სტილი დაინერგება.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, დაგვჭირდება ქალები, მაგალითად მედიცინაში, განათლებაში. ჩვენ გვექნება მათთვის ცალკე დაწესებულებები, საავადმყოფოები, უნივერსიტეტები და სკოლები“, - აცხადებს ჰაშიმი.