მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ავღანეთში წყალდიდობას 150 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა (ვიდეო)

ავღანეთში წყალდიდობას 150 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინცია ნურისტანში წყალდიდობას 150 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, - ამის შესახებ 1tvnews იუწყება.

ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ძლიერმა წვიმამ სოფელი მირდდე მთლიანად გაანადგურა. ამ ტერიტორიას ამჟამად „თალიბანი“ აკონტროლებს. სტიქიის შედეგად 200 სახლი დაინგრა.

კამდეშის ოლქში მსხვერპლი გადაუღებელმა წვიმამ გამოიწვია.

ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობები საკმაოდ ხშირად ხდება. 2020 წელს ქალაქ ჩერიკარეში მომხდარი წყალდიდობის დროს 92 ადამიანი დაიღუპა და 108 დაშავდა.

2021 წლის ზაფხულში წყალდიდობა მსოფლიოს რამდენიმე წერტილში მოხდა. ევროპაში მას 170 ადამიანი ემსხვერპლა, ზარალმა კი მილიარდობით ევრო შეადგინა. გაერო ამას დედამიწის ჰავის გლობალურ ცვლილებას უკავშირებს.