მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანში ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის

აზერბაიჯანში ნიღბის ტარება

აზერბაიჯანში დღეიდან ღია სივრცეში და საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის. ამის შესახებ Report.az იუწყება.

ოპერატიული შტაბის გადაწყვეტილებით, დღეიდან გარკვეული შეზღუდვები იხსნება. ამავე ინფორმაციის მიხედვით, დახურულ სივრცეში ნიღბების ტარება კვლავ სავალდებულოა.

აზერბაიჯანში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2021 წლის 1-ელ აგვისტომდე გაგრძელდა.

პანდემიის დაწყებიდან აზერბაიჯანში კორონავირუსის 333,864 შემთხვევა დაფიქსირდა. 4,907 ადამიანი გარდაიცვალა.